14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან კოლომბ დე მერსესა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები, დაგეგმილი პროექტები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტს 80 ერთეული რადიოგადამცემი და 60 სამკერდე კამერა გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება და ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და შეუფერხებელ კომუნიკაციას.
შეხვედრის მსვლელობისას, ვლადიმერ ხუნდაძემ ევროკავშირისა და IOM- ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ხორციელდება, როგორც ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე
საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის სისტემებით აღჭურვის მიმართულებით.
,,მნიშვნელოვანია ევროკავშირის და IOM-ს მხარდაჭერის გაგრძელება საბაჟოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვახარებს, რომ სამომავლო გეგმებში გვაქვს თქვენი სრული მხარდაჭერა. შემოსავლების სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საზღვრებს შორის კანონიერი ვაჭრობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით “, – განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.
იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კერძო სექტორის ფინანსურ ხელშეწყობას გეგმავს. „საუბარია კერძო…
2025 წლის იანვარ-მარტში ბულგარეთთან ექსპორტი 203%-ით 45.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია.…